No items in cart

ყასაბი- ხორცის დამუშავება ხორცპროდუქტების მომზადება

  • 11
  • ბოლო განახლება May 01, 2024

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, მსმენელმა შეისწავლოს კვების ისტორია-ხორცი როგორც საკვები პროდუქტი, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები ხორცის წარმოებისას; ხორცის ინფექციური და არაინფექციური დაავადებები, სასაკლაოები, ცხოველის დაკვლის მეთოდები, დაავადებების გამოვლენა დაკვლის პროცესში, ხორცის გაციების სახეები, ხორცის კატეგორიები, ხორცის გემოვნური თვისებები, ხორცის კალორიულობა, ხორცის სახეობების განსაზღვრა,  საქონლის დაშლა, დახარიხსხება; ფარშის სახეობების მომზადება, ფრინველის ნარევის დაჭრა/დახარისხება; შენაერთიანი ნახევარ-ფაბრიკატების მომზადება; ხორცპროდუქტების კერძების მომზადების ტექნოლოგია; შრომის, ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა; საწარმოო სანიტარიისა და გარემოს უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა; პირველადი დახმარების აღმოჩენა; სამზარეულოს  კერძების მომზადების ტექნოლოგია. ნედლეულის დამუშავებისა და კერძების მომზადებისთვის ხელსაწყო-იარაღების, ელექტრო აპარატურისა და დანადგარების გამოყენება; პროდუქტისა  და ნედლეულის არჩევა; ნახევარფაბრიკატების მომზადება; ნედლეულისა და პროდუქტის თერმული დამუშავება; სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით კერძების მომზადება; 


​პროგრამაში ისწავლება:


ნედლეულის დამუშავებისა და კერძების მომზადებისთვის ხელსაწყო-იარაღების, ელექტროაპარატურისა და დანადგარების გამოყენება; ​

პროდუქტისა  და ნედლეულის არჩევა;

 ნახევარფაბრიკატების მომზადება;

ნედლეულისა და პროდუქტის თერმული დამუშავება;

სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, კერძების მომზადება;

საქონლის მიღება/დამაცივრება;

საქონლის დაშლა/დახარისხება;

მსხვილნაჭრებიანი ნახევარ-ფაბრიკატების გამოყვანა;

წვრილნაჭრებიანი ნახევარ-ფაბრიკატების სარეალიზაციოდ დაჭრა;

ფარშის სახეობების მომზადების შესწავლა;

ფრინველის ნარევის დაჭრა/დახარისხება;

შენაერთიანი ნახევარ-ფაბრიკატების მომზადების შესწავლა  (კუპატის სახეობები, აფხაზურა, ბასტუმრის სახეობები,ხორცის რულეტები).


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება. 

სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 13 მაისი;


სწავლების ვადა:  2,5 თვე, კვირაში 2-3 დღე;


დასაქმების სფერო: საკონდიტრო, სასტუმრო/რესტორანი;, ჰიპერმარკეტი