No items in cart

მზარეული (ქართული და ევროპული სამზარეულო)

  • 231
  • ბოლო განახლება May 01, 2024

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, მსმენელს შეასწავლოს სამზარეულოში კვების, ჰიგიენის, სანიტარული ნორმები, შრომის და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დაცვა, საკვები პროდუქტების პირველადი დამუშავება, ბოსტნეულის, ფქვილოვანი ნაწარმის, თევზეულის, ფრინველის, წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის ქართული და ევროპული სამზარეულოს ცივი და ცხელი კერძების მომზადება.

 

პროგრამაში ისწავლება:

ქართული და ევროპული სამზარეულოს კერძების მომზადება;

სანიტარულ-ჰიგიენური, შრომის, სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა;

სამზარეულოში სამუშაო ადგილის ორგანიზაცია;

საკვები პროდუქტების პირველადი დამუშავება და ნახევარფაბრიკატების მომზადება, თბური დამუშავება;

ბოსტნეულის, ბრინჯის, სოკოს და ნიგვზიანი კერძების დამზადება;

ფქვილოვანი ნაწარმის დამზადება;

თევზეულის კერძების დამზადება;

ფრინველის ხორცისა და მისი სუბპროდუქტებისაგან  კერძების დამზადება;

წვრილფეხა საქონლის (ცხვარი, ღორი) ხორცისა და მათი სუბპროდუქტებისაგან  კერძების დამზადება;

მსხვილფეხა საქონლის ხორცის კერძების დამზადება. 

​გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით 


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება;

სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 13 მაისი;


სწავლების ვადა: 2 თვე, კვირაში 2-3 დღე;



დასაქმების სფერო: სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტები (რესტორანი, კაფე, სასტუმრო, სწრაფი კვების ობიექტები და სხვ.).