No items in cart

ტორტების დამზადება და მორთვა მარციპანით

  • 150
  • ბოლო განახლება May 01, 2024

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, მსმენელს შეასწავლოს საკონდიტროში კვების ჰიგიენის, სანიტარული ნორმების, შრომის და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დაცვა, საკონდიტრო პროდუქტების პირველადი დამუშავება, სხვადასხვა სახის ბისკვიტის და კრემების დამზადება, ტორტის აწყობა და მორთვა. 


 პროგრამაში ისწავლება:

სანიტარულ-ჰიგიენური, შრომის, სახანძრო უსაფრთხოების დაცვა;

საკონდიტროში სამუშაო ადგილის ორგანიზაცია;

საკონდიტრო პროდუქტების პირველადი დამუშავება და ნახევარფაბრიკატების მომზადება;

საკონდიტრო ხელსაწყოების და დანადგარების გამოყენება;

სხვადასხვა სახის ბისკვიტის და კრემის დამზადება (ხილის, ბეზეს, შოკოლადის, ნიგვზის, კენკრის, ალუბლის, ყავის, „იმპერატორი“, „ოპერა“, „ტირამისუ“, რულეტები და სხვ.), ტორტის აწყობა და მორთვა.  

გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით. 


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება;


​სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 13 მაისი;


სწავლების ვადა: 2 თვე, კვირაში 2-3 დღე;


დასაქმების სფერო: საკონდიტრო საწარმოები, რესტორანი, კაფე.