No items in cart

ფრანგული კონდიტერია

  • 200
  • ბოლო განახლება May 01, 2024

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, მოამზადოს  შესაბამისი კომპეტენციის მქონე კონკურენტუნარიანი კადრი, რომელიც შეძლებს სხვადასხვა სახის ღონისძიებისთვის:   ყავის შესვენების,  ფურშეტის, პრეზენტაციის, საზეიმო მიღებისა და ა.შ.  შრომითი ,ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების,  სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვით სხვადასხვა სახის საკონდიტრო ნაწარმის ფრანგული ტექნოლოგიით  მომზადებას.


პროგრამაში ისწავლება:

პირადი ჰიგიენის დაცვა;

სანიტარულ-ჰიგიენური პროცედურების დაცვა;

ინდივიდუალური დესერტების მომზადების ტექნოლოგია;

შოკოლადის, მარმელადის, კანფეტების მომზადების ტექნოლოგია; 

ცომების და ფუნთუშეულის მომზადების ტექნოლოგია;

ტორტების მომზადების ტექნოლოგია;



გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება. 

სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 13 მაისი;


სწავლების ვადა:  2,5 თვე, კვირაში 2-3 დღე;


დასაქმების სფერო: საკონდიტრო, სასტუმრო/რესტორანი; ჰიპერმარკეტი.