No items in cart

სომელიე

  • 53
  • ბოლო განახლება May 01, 2024

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანი,  სტუდენტმა გაიცნოს სომელიეს პროფესია, რომელიც  არის მომსახურებაზე ორიენტირებული. პროფესია გულისხმობს ღვინის და ალკოჰოლური სასმელების ცოდნას, მარკეტინგს და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზებას. სომელიე უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის ღვინოსთან დაკავშირებული ღონისძიებების მოწყობას, ამასთანავე, უზრუნველყოფს დაგეგმილი მომსახურების ხარისხის კონტროლს. მეღვინეობისა და ღვინის დამზადების ტექნოლოგიის ზოგად ცოდნას, სასმელებით მომხმარებლის მომსახურებას, ასევე რესტორნებისათვის ალკოჰოლური სასმელებისა და ღვინოების შერჩევას,  ღვინის ბარათის შედგენას.


პროგრამაში ისწავლება:

სამუშაო გარემოს შექმნა;

ზოგადი ცოდნა მაღალალკოჰოლური სასმელების შესახებ;

ღვინისა და საკვების შეხამება;

ღვინის სერვირება და მომსახურეობა.



გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება.

სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 13 მაისი;


სწავლების ვადა:  2,5 თვე, კვირაში 2-3 დღე;


დასაქმების სფერო: სხვადასხვა იურიდიული სტატუსის მქონე ღვინის მარნები, ქარხნები, სასტუმროები, რესტორნები, ღვინის მაღაზიები და ღვინის ბარები, ასევე, თვითდასაქმება.