No items in cart

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების სრული აკრედიტირებული პროგრამა

  • 218
  • ბოლო განახლება May 01, 2024

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მომზადება. 


პროგრამაში ისწავლება:

შრომის უსაფრთხოების სფეროში ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა;

დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების უსაფრთხოებასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეებისა და რისკების შეფასება;

სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.


გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით. 


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: 

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;

პროფესიული, უმაღლესი ან სამხედრო განათლების ქონა;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება;

სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 13 მაისი;


სწავლების ვადა: 3 თვე, კვირაში 5 დღე;


დასაქმების სფერო: როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში შრომის უსაფრთხოების  სპეციალისტის პოზიციაზე.