No items in cart

ამფეთქებლის მოსამზადებელი პროფესიული კურსი

  • 29
  • ბოლო განახლება May 01, 2024

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, მსმენელს შეასწავლოს ფეთქებადი ნივთიერებების და ასაფეთქებელი საშუალებების მიღება, ტრანსპორტირება, სამუშაო ადგილზე განთავსება და დაცვის ორგანიზება, ასაფეთქებელი ობიექტის შემოწმება და  დამუხტვა, ასაფეთქებელი ქსელის მონტაჟი, აფეთქებითი სამუშაოების ჩატარება და მიღებული შედეგების მონიტორინგი, კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება სამთო საწარმოებისათვის, სატრანსპორტო გვირაბების, მათ შორის, მეტროპოლიტენის, სარკინიგზო და საავტომობილო გვირაბების მშენებლობის, ჰიდროტექნიკური ნაგებობების, მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობისათვის.  


პროგრამაში ისწავლება: 

ფეთქებადი ნივთიერებების შერჩევა;  

ელექტრული და არაელექტრული ასაფეთქებელი საშუალებების  შერჩევა;

ფეთქებადი ნივთიერებების და ასაფეთქებელი საშუალებების  მიღება, ტრანსპორტირება - დასაწყობება, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება ცეცხლური და ელექტროაფეთქებისათვის;   

მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება სადეტონაციო ზონარით და ნონელის ტალღაგამტარით მონტაჟისათვის, ასაფეთქებელი გარემოს შემოწმება, დამრტყმელი ვაზნების დამზადება; 

უსაფრთხოების წესების დაცვით ობიექტის ასაფეთქებლად მომზადება, ელექტრული აფეთქების ქსელის  მონტაჟი;

 სადეტონაციო ზონარით და ნონელის ტალღაგამტარებით აფეთქების ქსელის მონტაჟი, ცეცხლგამტარი ზონარის ცალკეული ბოლოების მონტაჟი მოსაკიდებელ ვაზნაში;

აფეთქებითი სამუშაოების ჩატარება  (ღია სანგრევებზე, მიწისქვეშა სანგრევებში, გაზისა და მტვრის მხრივ საშიშ  შახტებში);   

შესრულებული აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგი, საჭიროების მიხედვით პირველადი დახმარების აღმოჩენა;

ოპტიმალური შრომითი ურთიერთობების ჩამოყალიბება, სამუშაო გარემოს ორგანიზება; 

მიღწეული სწავლის შედეგების გამოყენებით ზედამხედველობის ქვეშ პროფესიული ამოცანების შესრულება, შესრულებული სამუშაოს ჩაბარება.


გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით. 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: 

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;



პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება.


სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის  13 მაისი;


სწავლების ვადა: 3 თვე, კვირაში 5 დღე;


დასაქმების სფერო: საჯარო და კერძო სექტორში ამფეთქებლის პოზიცია.