No items in cart

დეკორატიული ლესვის შემსწავლელი კურსი

  • 310
  • ბოლო განახლება May 01, 2024

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, მსმენელს შეასწავლოს დეკორატიული ლესვა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, განუვითაროს დეკორატიული ლესვისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. მსმენელს მისცეს შესაძლებლობა, დაეუფლოს სპეციფიკურ, თანამედროვე და მაღალანაზღაურებად პროფესიას, რათა კურსის წარმატებულად გავლის შემდგომ შეძლოს  დეკორატიული ლესვის სამუშაოების შესრულება და შესაბამის პოზიციაზე დასაქმება.

 

პროგრამაში ისწავლება:

პირველადი და შუალედური საგრუნტე სამუშაოები;

კედლებზე შრეების ამოვსებისა და კედლების  შეფითხვნის სამუშაოები;

არმირების (ბადის ჩაძირვა) სამუშაოები;

დეკორატიული ლესვის სამუშაოები;

ლაზურის სამუშაოები;


გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.



პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;



პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება;

სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 13 მაისი;


სწავლების ვადა: 1 თვე, კვირაში 2 დღე;



დასაქმების სფერო: სამშენებლო/ სარემონტო სფერო.