No items in cart

შემდუღებელი (ელექტრორკალური)

  • 52
  • ბოლო განახლება May 01, 2024

კურსის შესახებ

პროფესიული მომზადების პროგრამის „შემდუღებელი (ელექტრორკალური)“ მიზანია მოამზადოს კვლიფიციური კადრი, რომელმაც იცის ელექტრორკალური შედუღების ტექნოლოგიის თავისებურებები და შეუძლია სამუშაო ადგილის უსაფრთხოდ ორგანიზება, შესასრულებელი სამუშაოს შესაბამისად აღჭურვილობისა და ინსტრუმენტების შერჩევა და მომზადება, უსაფრთხოების წესების დაცვით შესადუღებელი დეტალების ხელით ელექტრორკალური შედუღება.

 

პროგრამაში ისწავლება:

შედუღების სფეროში ჯანმრთელობის და უსაფრთხოების წესების დაცვა;

სამუშაო ადგილის ორგანიზება, აღჭურვილობისა და ინსტრუმენტების შერჩევა და მომზადება;

უსაფრთხოების წესების დაცვით შესადუღებელი დეტალების ხელით ელექტრორკალური შედუღება;

ლითონის სტრუქტურა და მისი თერმული დამუშავება;

მეტალის აქტიური აირით (MAG) და მეტალის პასიური აირით (MIG) შედუღება საჭირო  მოწყობილობებისა და ტექნიკების გამოყენებით.


გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით. სასწავლო პროცესი მოიცავს პრაქტიკულ სამუშაოს, პარტნიორი კომპანიის ბაზაზე და/ან სასწავლებლის პრაქტიკულ ლაბორატორიაში. 


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება;

სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 13 მაისი;


სწავლების ვადა:  8 კვირა,  კვირაში 3-4 ჯერ;


დასაქმების სფერო: კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს ნებისმიერ სახელმწიფო ან კერძო საწარმოში, რომლის საქმიანობა დაკავშირებული იქნება ელექტრორკალურ შედუღებასთან. შესაძლებელია თვითდასაქმებაც.