No items in cart

ელექტრიკოსის პროგრამის პროფესიული კურსი

  • 59
  • ბოლო განახლება May 01, 2024

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, მსმემელს შეასწავლოს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა ელეექტროობის მიმართულებით, მისცეს სპეციალური ცოდნა შეაფასოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები და რისკები;


პროგრამაში ისწავლება:

სახანძრო უსაფრთხოება, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და წესების დაცვა;

სამუშაოს ორგანიზება;

დამიწების დაყენება გამანაწილებელ მოწყობილობებსა და საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზებზე;

ქუჩის განათების ქსელის მომსახურება;

სამუშაოები მეგაომმეტრით;

ხარაჩოებზე, ფიცარნაგებზე, კონსტრუქციებზე და მოწყობილობებზე ასვლასთან დაკავშირებული სამუშაოები;

ელექტრომომარაგება და ელექტრული ქსელები;

სადიაგნოსტიკო და სამონტაჟო ხელსაწყოების გამოყენება;

ელექტრო-ტექნიკური ნახაზების კითხვა;

პრინციპიალური ნახაზების შედგენა;

საჭირო მასალების შერჩევა;

ელექტრო-ტექნიკური ნახაზების მიხედვით განათებისა და გამნათებელი მოწყობილობების (მრიცხველი, გამანაწილებელი ფარი, ელ. ავტომატი, ჩამრთველი, როზეტი, გამანაწილებელი კოლოფი, სანათი საშუალებები, წრედების დაცვის ელემენტები და რევერსული ჩამრთველები), განათებისა და გამნათებელი ქსელის არმატურის მონტაჟი და წრედის აწყობა და წრედის დატვირთვის გამოანგარიშება;


გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით;


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: 

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება;

სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის  13 მაისი;


სწავლების ვადა: 3 თვე, კვირაში 4 დღე;


დასაქმების სფერო: ნებისმიერი სახელმწიფო ან კერძო კომპანია (სამშენებლო-სარემონტო კომპანიები, ორგანიზაციები, სამრეწველო ობიექტები, ინდივიდუალური შენებლობები და მუნიციპალური სისტემების მომსახურება), რომლის საქმიანობა დაკავშირებული იქნება შენობა-ნაგებობების შიდა ელგაყვანილობების ქსელების მონტაჟთან, ან/და თვითდასაქმება.