No items in cart

ჰაერის კონდიცირების სისტემების მონტაჟი და მომსახურება

  • 45
  • ბოლო განახლება May 01, 2024

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელსაც შეუძლია ჰაერის კონდიცირების სისტემების მონტაჟი და მომსახურება. კერძოდ, ჰაერის კონდიცირების პრინციპების საფუძველზე ტექნიკის მონტაჟი და დემონტაჟი, ჰაერის კონდიცირების სამუშაოების შესასრულებლად საჭირო დროის განსაზღვრა, კონდიცირების სისტემის სამუშაოებისთვის საჭირო მასალებისა და ხელსაწყოების განსაზღვრა და უსაფრთხოდ გამოყენება, სისტემის მონტაჟთან დაკავშირებული რისკების განსაზღვრა.

 

პროგრამაში ისწავლება:

მითითებულ ადგილზე ტექნიკის მონტაჟი;

მონტაჟისა და დემონტაჟის სამუშოები;

ჰაერის კონდიცირების სამუშაოების შესასრულებლად საჭირო დროის განსაზღვრა;

კონდიცირების სისტემის სამუშაოებისთვის საჭირო მასალებისა და ხელსაწყოების დამოუკიდებლად და უსაფრთხოდ გამოყენება.


გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით. სასწავლო პროცესი მოიცავს პრაქტიკულ სამუშაოს, პარტნიორი კომპანიის ბაზაზე ან/და სასწავლებლის პრაქტიკულ ლაბორატორიაში. 


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება;


სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 13 მაისი;


სწავლების ვადა: 6 კვირა,  კვირაში 3-4 ჯერ;


დასაქმების სფერო:

კურსდამთავრებულის დასაქმების სფეროა როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორი, რომელთა საქმიანობა დაკავშირებული იქნება ჰაერის კონდიცირების სისტემების მონტაჟსა და მომსახურებასთან, შესაძლებელია პირის თვითდასაქმებაც.