No items in cart

საკონდიტრო ნაწარმის მომზადება

  • 71
  • ბოლო განახლება May 01, 2024

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია მოამზადოს  შესაბამისი კომპეტენციის მქონე კონკურენტუნარიანი კადრი, რომელიც შეძლებს სხვადასსხვა სახის ღონისძიებისთვის:   ყავის შესვენებისთვის, ფურშეტისთვის, პრეზენტაციისთვის, საზეიმო მიღებისთვის და ა.შ.  შრომითი, ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების,  სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის  წესების დაცვით, საკონდიტრო მინი ნაწარმის მომზადებას.


პროგრამაში ისწავლება:

პირადი ჰიგიენის დაცვა;

სანიტარულ-ჰიგიენური პროცედურების დაცვა;

ფქვილოვანი საკონდიტრო მინი ნაწარმის მომზადება;

სუფლეს ტიპის საკონდიტრო მინი ნაწარმის მომზადება;

ჭიქის საკონდიტრო მინი ნაწარმის მომზადება.


გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება.

სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 13 მაისი;


სწავლების ვადა:  2,5 თვე, კვირაში 2-3 დღე;


დასაქმების სფერო: საკონდიტრო, სასტუმრო/რესტორანი; ჰიპერმარკეტი.