No items in cart

საკონდიტრო დიზაინი (შოკოლადი, კარამელი, მარციპანი)

  • 64
  • ბოლო განახლება May 01, 2024

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია,  მოამზადოს კონდიტერი,  რომლესაც ეცოდინება: შაქრის ყვავილების დამზადება; დამზადებული შაქრის ყვავილებით ტორტების გაფორმება; შოკოლადის მასის მომზადების მეთოდების აღწერა; შოკოლადის ტემპერირება; შოკოლადის კანფეტების მომზადება; შოკოლადის დეკორის მომზადება; კარამელის ნაკეთობების მნიშვნელობის განსაზღვრა; კარამელისგან სხვადასხვა ტიპის ნაკეთობის შექმნა - დეკორირება;


პროგრამაში ისწავლება:


შოკოლადის მასის მომზადების მეთოდების აღწერა;

შოკოლადის ტემპერირება;

შოკოლადის კანფეტების მომზადება;

 შოკოლადის დეკორის მომზადება;

კარამელის ნაკეთობების მნიშვნელობის განსაზღვრა;

კარამელის მასის მომზადება;

კარამელისგან  სხვადასხვა ტიპის ნაკეთობის შექმნა - დეკორირება;

 მარციპანის დეკორის მომზადება.


გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება.

სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 13 მაისი;


სწავლების ვადა:  2,5 თვე, კვირაში 2-3 დღე;


დასაქმების სფერო: საკონდიტრო,  ჰიპერმარკეტი.