No items in cart

გათბობისა და წყალგამათბობელი სისტემების მონტაჟი და მომსახურება

  • 44
  • ბოლო განახლება May 01, 2024

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელსაც უსაფრთხოების წესების დაცვით შეუძლია ცხელი წყლის გენერატორების, წყალგამაცხელებლების და  ცხელი წყლის აკუმულატორების მონტაჟი, წყლით გათბობის სისტემის მონტაჟი, საცირკულაციო ტუმბოს მოწყობა და თბოსაიზოლაციო სამუშაოების ჩატარება.


 

პროგრამაში ისწავლება:

ცხელი წყლის გენერატორების, წყალგამაცხელებლების და ცხელი წყლის აკუმულატორების მონტაჟი;

წყლით გათბობის სისტემის მონტაჟი;

საცირკულაციო ტუმბოს მოწყობა და თბოსაიზოლაციო სამუშაოების ჩატარება.


გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით. სასწავლო პროცესი მოიცავს პრაქტიკულ სამუშაოს, პარტნიორი კომპანიის ბაზაზე და/ან სასწავლებლის პრაქტიკულ ლაბორატორიაში. 


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;

შესაბამის სფეროში კვალიფიკაციის არქონის შემთხვევაში, სამოქალაქო ინჟინერიაში       მუშაობის გამოცდილება - 1 წელი.


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება.

სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 13 მაისი;


სწავლების ვადა: 4 კვირა, კვირაში 3-4 ჯერ;



დასაქმების სფერო: კურსდამთავრებულის დასაქმების სფეროა როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორი, რომელთა საქმიანობა დაკავშირებული იქნება გათბობისა და წყალგამაცხელებელი სისტემების მონტაჟთან, მომსახურებასა და რეაბილიტაციასთან. შესაძლებელია პირის თვითდასაქმებაც.