No items in cart

ამზომველ-გეოდეზისტი

  • 36
  • ბოლო განახლება May 01, 2024

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, საკადასტრო აზომვითი სამუშაოს შემსრულებელი კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება, რომლებიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შეძლებენ სხვადასხვა სირთულისა და ტიპის აზომვითი სამუშაოს შესრულებას.

 

პროგრამაში ისწავლება:

დედამიწის ზედაპირზე მდებარე ობიექტების აზომვა;

ობიექტების კოორდინატების განსაზღვრა ელექტრონული ხელსაწყოების საშუალებებით;

ობიექტების მდებარეობისა და ფართობის ციფრული სახით ასახვა.


გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით. სასწავლო პროცესი მოიცავს პრაქტიკულ სამუშაოს, პარტნიორი კომპანიის ბაზაზე ან/და სასწავლებლის პრაქტიკულ ლაბორატორიაში. 


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია; 

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება.


სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 13 მაისი;


სწავლების ვადა: 10 კვირა,  კვირაში 3-4 ჯერ;



დასაქმების სფერო: კურსდამთავრებულის დასაქმების სფეროა როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორი, სამშენებლო და საამზომველო კომპანიები, სადაც სრულდება ტოპოგეოდეზიური სამუშაოები. შესაძლებელია პირის თვითდასაქმებაც.