No items in cart

ტყავის აქსესუარების კერვა

  • 120
  • ბოლო განახლება May 01, 2024

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, მსმენელს შეასწავლოს ტყავის აქსესუარების კერვის ტექნოლოგია, ხელითა და საკერავი მანქანებით კერვა შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვითა და ხელის სამარჯვი-იარაღებისა და საკერავი მანქანების გამოყენებით, ტყავის აქსესუარების შექმნა.

 პროგრამაში ისწავლება:

საკერავი მანქანებით კერვისას  უსაფრთხოების ნორმები და წესები; სამკერვალო ტერმინოლოგია; 

სამუშაო ადგილის მოწყობისა და მუშაობის სწორი ორგანიზაციის წესი; 

ხელის საკერავი ნემსების კლასიფიკაცია; 

მასალები, საკერავი მანქანებისა და ნემსების კლასიფიკაცია, მანქანური ნაკერების სახეები; 

ტყავის აქსესუარების კერვის ტექნოლოგია;

ხელის სამარჯვი-იარაღების გამოყენება შრომის უსაფრთხოების წესების დაცვით; 

საკერავი მანქანების გამოყენება შრომის უსაფრთხოების წესების დაცვით; 

სამუშაო ადგილის ორგანიზაცია;

ტყავის აქსესუარების დეტალების  წინასწარი დამუშავება;

ხელის გვირისტების და მანქანური ნაკერების სახეების შესრულება;

ტყავის აქსესუარების კერვა ტექნოლოგიური ოპერაციების თანმიმდევრობის დაცვით;

ტყავის აქსესუარების შექმნა.

გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება;

სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 13 მაისი;


სწავლების ვადა: 2 თვე, კვირაში 2-3 დღე;


დასაქმების სფერო: ტყავის აქსესუარების დამამზადებელი კომპანიები, თვითდასაქმება.