No items in cart

ხეზე მხატვრული კვეთა

  • 32
  • ბოლო განახლება May 01, 2024

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, ხეზე მხატვრული კვეთის სპეციალისტის მომზადება, რომელმაც იცის ხეზე მხატვრული კვეთისთვის საჭირო დანადგარების, ხელსაწყოებისა და მასალის შერჩევა, ესკიზისა და ნახაზის შესრულება, ესკიზის მიხედვით ხის მხატვრული კვეთა, ხის დეკორატიული ნივთების დამზადება უსაფრთხოების წესების დაცვით.


პროგრამაში ისწავლება:

ხეზე მხატვრული კვეთისთვის საჭირო დანადგარების, ხელსაწყოებისა და მასალის შერჩევა, უსაფრთხოების წესების დაცვით;

ხეზე კვეთისათვის ესკიზის შედგენა;

ხეზე რელიეფური, გამჭოლი და აჟურული კვეთა;

ხის მცირე ნაკეთობის დამზადება;

ხეზე კონტურული და გეომეტრიული კვეთა.


გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით. სასწავლო პროცესი მოიცავს პრაქტიკულ სამუშაოს, პარტნიორი კომპანიის ბაზაზე და/ან სასწავლებლის პრაქტიკულ ლაბორატორიაში. 


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება.

სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 13 მაისი;


სწავლების ვადა: 8 კვირა, კვირაში 3-4 ჯერ;



დასაქმების სფერო: კურსდამთავრებულის დასაქმების სფეროა როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორი, ხის დამამუშავებელი საწარმო თუ სახელოსნო, სადაც სრულდება ხის მხატვრული დამუშავება და ხეზე კვეთით ნაკეთობათა დეტალების დამზადება.