პროგრამის მიზანია, მსმენელს შეასწავლოს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა, სამუშაო ადგილის ორგანიზაცია, ტიხრული მომინანქრების ტექნოლოგია: სპილენძისა და ვერცხლის ზედაპირის მომზადება, ტიხრების დამზადება და დამაგრება ლითონის ზედაპირზე, მინანქრის საღებავების მომზადება და დადება ტიხრებში, მინანქრის ნაკეთობების თბური და მექანიკური დამუშავება.
პროგრამაში ისწავლება:
შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
სამუშაო ადგილის ორგანიზაცია;
ტიხრული მინანქრის ტექნოლოგიის გამოყენება: სპილენძის ტიხრული მინანქრის პანოს დამზადება, ვერცხლის მედალიონის (ბრტყელ მზა სხმულში) ტიხრული მინანქრის დამზადება შემდეგი ეტაპების გათვალისწინებით:
სხვადასხვა ლითონის ზედაპირის მომზადება მომინანქრებისათვის (სპილენძი, ვერცხლი);
ტიხრების დამზადება მზა ესკიზის მიხედვით;
ტიხრების დამაგრება ლითონის ზედაპირზე;
მინანქრის საღებავის დადება;
ფერთა პალიტრის შედგენა;
მინანქრის დადება;
მინანქრის გაშრობა, გამოწვა, გაცივება;
მზა ნამუშევარის დამუშავება (გაქლიბვა, გაპრიალება), დეფექტების აღმოფხვრა.
გამოყენებული მეთოდები:
პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
მინიმალური ასაკი 18 წელი;
ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
ონლაინ რეგისტრაცია;
დოკუმენტაციის გადარჩევა;
გასაუბრება;
სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 13 მაისი;
სწავლების ვადა: 2 თვე, კვირაში 2-3 დღე;
დასაქმების სფერო: მინანქრის სახელოსნო, თვითდასაქმება.