No items in cart

სოციალური მედიის მართვა

  • 642
  • ბოლო განახლება May 01, 2024

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, მსმენელს შეასწავლოს როგორ წარმართოს Facebook-სა და Instagram-ზე სწორი მარკეტინგული კამპანიები. მსმენელი, ასევე, შეისწავლის Business Manager-ს, Facebook Pixel-ს, თარგეთირებას, Meta Ads - ბიუჯეტის ოპტიმიზაციას, Google Ads – მუშაობის პრინციპს და მიმართულებებს. კონტენტის შექმნის პროცესებს და ეტაპებს.


პროგრამაში ისწავლება:

სარეკლამო ანგარიშების შექმნა როგორც Meta-ს, ასევე Google-ის მიმართულებით;

სარეკლამო სტრატეგიის 0-დან შექმნა ინდივიდუალური ბიზნესებისთვის;

სასურველი მიზნის მისაღწევად საჭირო ბიუჯეტისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა;

Buyer Persona ანალიზის სრულფასოვნად ჩამოყალიბება;

კომპანიის სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და მათი ქცევის ანალიზი;

მიღებული შედეგების ეფექტურად გაანალიზება (თითოეული ტერმინის მიზნობრიობისა და შინაარსის სწავლება);

თითოეული პლატფორმის შესაძლებლობების გაანალიზება და სარეკლამო კომპანიების დამოუკიდებლად გამართვა, შედეგების სწორი ანალიზი და კამპანიის ოპტიმიზაცია;


გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით. პროგრამა განხორციელდება ონლაინ სწავლებით.


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

ტესტირება.

სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 13  მაისი;


სწავლების ვადა: 3 თვე, კვირაში 2 დღე;


დასაქმების სფერო: სახელმწიფო  და კერძო სექტორი, სოციალური მედიის მართვის და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.