No items in cart

კიბერუსაფრთხოება

  • 132
  • ბოლო განახლება May 01, 2024

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, მსმენელს შეასწავლოს კიბერუსაფრთხოების ძირითად ცნებები და პრინციპები, თანამედროვე ორგანიზაციების კიბერშეტევებისგან დაცვის მეთოდები, უსაფრთხო კიბერინფრასტრუქტურის შემუშავება, კიბერსაფრთხეების იდენტიფიცირება და პრევენცია. უსაფრთხოების პრინციპების დაცვით  ციფრულ გარემოში მოსალოდნელი კიბერშეტევების აღმოფხვრის მეთოდები, რათა შეძლოს კარიერის დაწყება ჯუნიორ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტად, ან ფრილანსერად დასაქმება.


პროგრამაში ისწავლება:

კიბერუსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპები და საფუძვლები;

ციფრულ მოწყობილობებსა და საინფორმაციო სისტემებზე სხვადასხვა კიბერსაფრთხისა და თავდასხმის ვექტორების იდენტიფიცირება და  ანალიზი;

ეთიკური ჰაკერობის პრინციპები და მეთოდოლოგიები, თავდაცვის მიზნით უსაფრთხო შეტევის ტექნიკის გამოყენება;

კიბერჰიგიენის მნიშვნელობა  და  კიბერშეტევების რისკების შემცირების მიზნით თავდაცვისთვის ძლიერი ქსელის შექმნა;

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტისთვის საჭირო ცოდნა და უნარები, რომლებიც აუცილებელია დღევანდელ ციფრულ გარემოში კიბერუსაფრთხოების გამოწვევების გადასაჭრელად;

​ 

გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ონლაინ ფორმატში.


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;

სასწავლო კურსი პროგრამირება 0-დან ან საბაზისო ცოდნა პროგრამირებაში.


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება.

სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 13 მაისი.


სწავლების ვადა: 7 თვე, კვირაში 2 დღე.



დასაქმების სფერო: საინფორმაციო ტექნოლოგიები და კომუნიკაცია.