No items in cart

პროგრამირება 0-დან

  • 268
  • ბოლო განახლება May 01, 2024

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, მსმენელს ყოველგვარი საბაზისო ცოდნის გარეშე, შეასწავლოს პროგრამირებისა და ვებდეველოპმენტის ძირითადი ცნებები და პრინციპები; მარტივი და საშუალო სირთულის დინამიური და ინტერაქტიური ვებგვერდის შექმნა; შესძინოს Full Stack დეველოპმენტისთვის საბაზისო თეორიული და პრაქტიკულ უნარ-ჩვევები, რათა შეძლოს ჯუნიორ PHP/WordPress დეველოპერად ან/და ფრილანსერად დასაქმება.



 

პროგრამაში ისწავლება:

ვებდეველოპმენტის ძირითადი პრინციპები და საფუძვლები;

ვებდეველოპმენტის ძირითადი ინსტრუმენტებისა და ტექნიკის გამოყენება; 

HTML and CSS-ის გამოყენებით დინამიური და უსაფრთხო ვებგვერდებისა და ვებაპლიკაციების ჩამოყალიბება; 

PHP-ის ფუნდამენტური პრინციპები და მეთოდები;

WordPress დეველოპმენტის სიღრმისეული ტექნიკები;

 ვებდეველოპერისთვის მნიშვნელოვანი აზროვნება და თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბება;


​ 

გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ონლაინ ფორმატში.



პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება.

სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 13 მაისი;



სწავლების ვადა: 7 თვე, კვირაში 3 დღე.



დასაქმების სფერო: საინფორმაციო ტექნოლოგიები და კომუნიკაცია.