No items in cart

სოციალური მედიის მართვა

  • 95
  • ბოლო განახლება May 01, 2024

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, მსმენელმა შეისწავლოს, კომპანიის/ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად, სოციალური მედიის მართვის სტრატეგიის დაგეგმვა, სოციალური მედიის გვერდზე სხვადასხვა ფორმატის პოსტის მომზადება და განთავსება, სოციალური ქსელის სარეკლამო პლატფორმების მართვა, სოციალური მედიის გვერდის და რეკლამის მართვის შედეგების გაზომვა, სოციალურ ქსელში მომხმარებლებთან კომუნიკაციის წარმოება.


პროგრამაში ისწავლება:

სოციალური მედია მარკეტინგის არსისა და მნიშვნელობის განმარტება;

სოციალურ მედია არხებში სხვადასხვა ფორმატის კონტენტის მომზადება და განთავსება;

სოციალურ ქსელებში მომხმარებლებთან რელევანტური კომუნიკაციის წარმოება;

ანალიტიკა/რეპორტინგი;

ძირითადი სოციალური ქსელების სარეკლამო პლატფორმების მართვა;

სოციალური მედიის დამხმარე ციფრული პლატფორმების გამოყენება;

კომპანიის/ორგანიზაციის მიზნების შესაბამისი სოციალური მედია სტრატეგიის დაგეგმვა; 

სოციალური მედიის სფეროში ცოდნის გაღრმავების ონლაინ რესურსების ანალიზი;

გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ონლაინ სწავლება.


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;



პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება.


სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 13 მაისი;


სწავლების ვადა: 2 თვე, კვირაში 3-4 დღე;


დასაქმების სფერო: პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს სხვადასხვა ტიპისა და იურიდიული სტატუსის მქონე ორგანიზაციებში, სოციალური მედიის მიმათულით. ასევე, მსმენელები შეძლებენ თვითდასაქმებას;