No items in cart

კომპიუტერული გრაფიკული პროგრამების საშუალებით რიცხვით პროგრამული დანადგარების მართვა (СNC და ლაზერული მჭრელი)

  • 93
  • ბოლო განახლება May 01, 2024

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, მსმენელს შეასწავლოს გრაფიკული პროგრამების - Corel DRAW და  ARTCAM ძირითადი პრინციპები და მათი საშუალებით ტექნკური ფაილების შექმნა, CNC დანადგარების მუშაობის და აგებულების საბაზისო პრინციპის გამოყენება, დასამუშავებელი სხვადასხვა მასალების კლასიფიკაცია და დამუშავების თავისებურებები, შექმნილი ფაილების გამოყენებით რიცხვით პროგრამული მართვის ჩარხებზე - СNC როუტერსა და CNC ლაზერზე სხვადასხვა მასალის დამუშავება შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვით. 

 პროგრამაში ისწავლება:

გრაფიკული პროგრამა Corel DRAW-ის ძირითადი ინსტრუმენტების გამოყენება;

გრაფიკული პროგრამა Corel DRAW-ში ტექნიკური ფაილების შექმნა;

გრაფიკული პროგრამა ARTCAM-ის ძირითადი ინსტრუმენტების გამოყენება;

გრაფიკული პროგრამა ARTCAM-ში ტექნიკური ფაილების შექმნა;

დასამუშავებელი მასალების კლასიფიკაციის გამოყენება;

ვექტორული ფაილების მეშვეობით CNC დანადგარების (როუტერი, ლაზერი) გამოყენება;

რიცხვით პროგრამული მართვის CNC დანადგარებთან მუშაობის უსაფრთხოების წესების დაცვა;

რიცხვით პროგრამული მართვის CNC დანადგარების  მუშაობის პროცესის კონტროლი;

რიცხვით პროგრამული მართვის CNC დანადგარებზე მარტივი ტექნიკური პრობლების არსებობის შემთხვევაში მათი შეკეთება.

​გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება;


სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 13 მაისი;


სწავლების ვადა: 2 თვე, კვირაში 3 დღე;


დასაქმების სფერო: სარეკლამო კომპანიები, ავეჯის მწარმოებელი კომპანიები,  სხვადასხვა მასალისაგან ნაკეთობების, სუვენირების დამამზადებელი კომპანიები, თვითდასაქმება.