No items in cart

ხაზვის 2D CAD სისტემით საინჟინრო ელექტრული სქემების ნახაზების შესრულება

  • 61
  • ბოლო განახლება May 01, 2024

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, მსმენელს შეასწავლოს სტანდარტების მიხედვით შექმნილი საინჟინრო ნახაზების აღწერა, საინჟინრო კომპონენტების ხაზვა, საინჟინრო ნახაზების შექმნა, საინჟინრო ელექტრული სქემების ნახაზების შექმნა კომპიუტერზე დაფუძნებული ხაზვის სისტემით 2D CAD. 

 პროგრამაში ისწავლება:

სტანდარტების მიხედვით შექმნილი საინჟინრო ნახაზების აღწერა;

საინჟინრო ნახაზების/წრედების/ქსელების დიაგრამების გამოყენება; 

საინჟინრო კომპონენტების ხაზვა; 

საინჟინრო ნახაზების შექმნა; 

საინჟინრო ნახაზების შექმნა კომპიუტერზე დაფუძნებული ხაზვის სისტემით  2D CAD;

​გამოყენებული მეთოდები:

​პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება.


სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 13 მაისი;


სწავლების ვადა: 1,5 თვე, კვირაში 3 დღე;


დასაქმების სფერო: სამშენებლო და არქიტექტურული კომპანიები, თვითდასაქმება.