No items in cart

დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნება ინტერიერში

  • 65
  • ბოლო განახლება May 01, 2024

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, მსმენელს გააცნოს თანამედროვე ტენდენციები დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნებაში-„Fluid Art“, “kinusaiga”, “აბსტრაქცია - ბარელეფური ბათქანის ტექნიკით” „დეკუპაჟი“ და „დეკორ.პანო” - ტრაფარეტული ტექნიკის გამოყენებით. შეასწავლოს დეკორატიული ხატვის საფუძვლები, მუშაობის ეტაპობრივი საორგანიზაციო წესები, ფერების შეზავების ტექნოლოგიები, ესკიზების შექმნა. მოამზადოს  შესაბამისი კომპეტენციის მქონე კონკურენტუნარიანი კადრი, რომელიც შეძლებს საავტორო ნამუშევრების შექმნას ინტერიერში ზემოაღნიშნული უნარების მეშვეობით.


პროგრამაში ისწავლება:


მასალების სწორი მიმართულებით გამოყენება;

სამუშაო სივრცის დაცვა;

ესკიზების შექმნა;ფერების შეზავება -შეხამება-ჩასხმა;

მუშაობა სხვადასხვა-კონკრეტული ტექნიკით;

სწორი კომპოზიციური განაწილება;

ექსკლუზიური ნამუშევრებით  სხვადასხვა შიდა ინტერიერის გაფორმება.


გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგიტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება. 

სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 13 მაისი;


სწავლების ვადა:  2 თვე, კვირაში 2-3 დღე;


დასაქმების სფერო: შესაბამისი პროფილის ორგანიზაციები; თვითდასაქმება;