პროგრამის მიზანია, მსმენელს შეასწავლოს სტოპ-მოუშენ ანიმაციის პრინციპები და ტექნოლოგიები და მათი გათვალისწინებით, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, ანიმაციური პერსონაჟების - თოჯინების შექმნა.
პროგრამაში ისწავლება:
სცენარის მიხედვით პერსონაჟის ეკსიზის შექმნა;
რკინის კარკასის აწყობა და მისი პერსონაჟის პროპორციებზე გათვლა;
სხვადასხვა მასალით (სილიკონი, თაბაშირი, მეტალი, თმა, ნაჭერი, ტყავი, ღრუბელი, პლასტელინი და ა.შ) და ტექნიკით თოჯინის დამზადება;
კოსტიუმების შეკერვა.
გამოყენებული მეთოდები:
პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
მინიმალური ასაკი 18 წელი;
ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;
სასურველია მსმენელს შეეძლოს ხატვა, ძერწვა ან კერვა.
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
ონლაინ რეგისტრაცია;
დოკუმენტაციის გადარჩევა;
გასაუბრება.
სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 15 ოქტომბერი;
სწავლების ვადა: 3 თვე, კვირაში 2 დღე;
დასაქმების სფერო: თოჯინური ანიმაცია, კინო და სარეკლამო ინდუსტრია.