პროგრამის მიზანია, მსმენელს შეასწავლოს სტოპ-მოუშენ ანიმაციის პრინციპებზე დაყრდნობით დეკორაციის დამზადების ტექნოლოგიები და მათი გადაწყვეტის მეთოდები. თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი.
პროგრამაში ისწავლება:
იდეის და ესკიზის დამუშავება;
საჭირო ხელსაწყოებთან მუშაობა და მათი გამოყენება;
ფერების გაზავება, ტონირება;
დეკორაციის შექმნა სხვადასხვა მასალით და ტექნიკის გამოყენებით;
სტოპ-მოუშენის ვიზუალური ეფექტების (წვიმა, ჭექა-ქუხილი, თოვლი, ქარი, წყალი, ცეცხლი და ა.შ.) შექმნა.
გამოყენებული მეთოდები:
პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
მინიმალური ასაკი 18 წელი;
ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;
სასურველია მსმენელს შეეძლოს ხატვა ან ერკვეოდეს ფერწერაში.
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
ონლაინ რეგისტრაცია;
დოკუმენტაციის გადარჩევა;
გასაუბრება.
სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 13 მაისი;
სწავლების ვადა: 3 თვე, კვირაში 2 დღე;
დასაქმების სფერო: თოჯინური ანიმაცია, კინო და სარეკლამო ინდუსტრია, თეატრი.