No items in cart

მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის ტექნიკოსი

  • 11
  • ბოლო განახლება May 27, 2024

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, მსმენელმა შეისწავლოს სავალი ნაწილის, ტრანსმისიის და მართვის სისტემებში წამოჭრილი დაზიანებების აღმოჩენის შემთხვევაში, პრობლემების გადასაჭრელად შესაბამისი სამუშაოების ჩატარება, გააცნობიეროს ტექნიკური მომსახურების რეგლამენტებული სამუშაოების შესრულების პერიოდულობა და შრომის უსაფრთხოების წესები.


პროგრამაში ისწავლება:

სხვადასხვა ქვეყნის და მარკის ავტომობილების სამუხრუჭე სისტემის სერვისი;

გადაცემათა კოლოფის მოხსნა-დაყენება;

დაკიდების სისტემის სერვისი;

საჭით მართვის სისტემის სერვისი;

ხიდების მომსახურეობა;

სათადარიგო ნაწილების შერჩევა და შეცვლა;

გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით. 


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;



პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგიტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება;

სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 13 მაისი;


სწავლების ვადა: 3 თვე, კვირაში 3-5 დღე;



დასაქმების სფერო: პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს სხვადასხვა ტიპისა და იურიდიული სტატუსის მქონე ორგანიზაციებში, ან/და თვითდასაქმება;