No items in cart

მსუბუქი ავტომობილის ძრავას დიაგნოსტირება

  • 11
  • ბოლო განახლება May 27, 2024

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, მსმენელებმა შეისწავლონ  ძრავის აირგამანაწილებელი და მრუდხარა-ბარბაცა მექანიზმები, შეზეთვისა და გაგრილების სისტემები, ძრავის საწვავით და ჰაერის მომარაგების სისტემები, შეარჩიონ ძრავის სისტემებისა და მექანიზმების დიაგნოსტირების, დაშლა-აწყობისა და შეკეთების მეთოდები, აღწერონ დაზიანებული სისტემებსა და კვანძებში დაზიანებული ნაწილების შეცვლის ინსტრუქციების მოძიების მეთოდები ქარხანა მწარმოებლის სახელმძღვანელოებში, გამოიყენონ ძრავის სისტემებისა და მექანიზმების დიაგნოსტირების, დაშლა-აწყობისა და შეკეთების მეთოდები, გამოიყენონ დაშლა-აწყობისა და შეკეთებისთვის საჭირო ხელსაწყოები, გამოიყენონ ქარხანა-მწარმოებლის რეკომენდაციები და ინოვაციური ტექნოლოგიები დიაგნოსტირება-შეკეთების პროცესში, გამოიყენონ დიაგნოსტირებისთვის საჭირო კომპიუტერული პროგრამები, გამოიყენონ დიაგნოსტირებისთვის საჭირო თანამედროვე ხელსაწყოები, მოახდინონ ძრავის ელექტროსისტემების კომპიუტერული დიაგნოსტიკა, დაიცვან შრომის უსაფრთხოების აუცილებელი წესები და ეკოლოგიური ნორმები ტექნოლოგიურ პროცესში.


პროგრამაში ისწავლება:

ძრავის საწვავით კვების სისტემების, ძრავის მექანიზმების, ძრავის გაგრილება-შეზეთვის სისტემის სერვისი;

ძრავის ზოგადი დიაგნოსტირება სხვადასხვა სადიაგნოსტიკო ხელსაწყოების გამოყენებით;

დიაგნოსტირებისთვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების გამოყენება;

ძრავის ამოღება და ჩადგმა;


გამოყენებული მეთოდები:

​პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით; 


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება.

სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 13 მაისი;


სწავლების ვადა: 3 თვე, კვირაში 3-5 დღე;


დასაქმების სფერო: მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს სხვადასხვა ტიპისა და იურიდიული სტატუსის მქონე ორგანიზაციებში, ან/და თვითდასაქმება;