No items in cart

სასტუმროს მიღება/ განთავსება, დაჯავშნა, დასუფთავება(პროგრამა ოპერა)

  • 65
  • ბოლო განახლება May 01, 2024

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, მსმენელს შეასწავლოს სასტუროში სტუმრის მიღების, დახვედრის, დაჯავშნის და დასუფთავების პროცედურა.კერძოდ, სასტუმროში სტუმრის დახვედრა; სტუმრის დარეგისტრირება; სტუმართან ანგარიშსწორება; სტუმრის გაწერა; სასტუმროს მართვის პროგრამა „ოპერა“-ს გამოყენება სასტუმროს მიღება-განთავსების რგოლში; ჯავშნის მიღება; სასტუმროს პროდუქტების  გაყიდვის პროცედურა; ზეპირი კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე ინფორმაციის პირდაპირი გაცვლის მეშვეობით; 


პროგრამაში ისწავლება:

სტუმრის მიღება-განთავსების პროცედურების თეორიული საფუძვლების განსაზღვრა;

სტუმრების შეკვეთების მიღება;

სტუმართა მონაცემების მართვა;

სასტუმროს ონლაინ დაჯავშნა;

გაყიდვის ობიექტების კონტროლი;

სტუმართა დებიტორული დავალიანების მართვა;

სასტუმროს მართვის კომპიუტერული პროგრამა OPERA (PMS) (პროგრამის თემატიკა);

OPERA PMS-სასტუმროს დაჯავშნისა და მიღება-განთავსების პროცედურები;

OPERA PMS - ჰაუსქიფინგი;

ჰაუსქიფინგის ყოველდღიური რეპორტები / Housekeeping daily reports;

ოთახის სტატუსები კატეგორიების მიხედვით / Room statuses by categories;

 ოთახის სტატუსების შეცვლის პროცედურა / Status change procedure;

დავალებების გაკეთება / Task Assignment;

სტატუსებს შორის შეუსაბამობის რეპორტი / Discrepancy Report;

 სასტუმროს პროგნოზი / Facility Forecast;

 ჰაუსქიფინგის მენეჯმენტი / Housekeeping Management;

 თრეისების მართვა ოპერაში / Traces follow up procedure;

 ოთახის სარემონტო პროცედურის მართვა/კონტროლი სისტემაში / Room maintenance follow up;

 მომსახურებიდან/მწყობრიდან გამოსული ოთახების მართვა / Out of service / Out of order rooms;

 ღონისძიებების დეტალური რეპორტი / Event detailed Report;

საღამოს მომსახურება  / Turn Down Service;

ოთახების დამთხვევის პროცედურა / Room Reconciliation Report .


გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით .


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება.

სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 13 მაისი;


სწავლების ვადა:  2,5 თვე, კვირაში 2-3 დღე;


დასაქმების სფერო: სასტუმრო  და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები.