მსუბუქი ავტომობილის ელექტრონული კვანძების დიაგნოსტირება
მოკლევადიანი პროგრამის მიზანია მსმენელებმა შეისწავლონ შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და წესების დაცვა, სამუშაო ადგილის ორგანიზაცია, შიდაწვის ძრავების კლასიფიკაციას, ელექტრული გადამწოდების და მომხმარებლების მუშაობის და სამუხრუჭე და უსაფრთხოების სისტემების ელექტრული მართვის პრინციპები, დამცველები და რელეების არსი და მათი შემოწმება-შერჩევა, სადიაგნოსტიკო სკანერის გამოყენება, გამოვლენილი უწესივრობის აღმოფხვრა და შემდგომი დიაგნოსტირება.
პროგრამაში ისწავლება:
შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და წესების დაცვა
სამუშაო ადგილის ორგანიზაცია
შიდაწვის ძრავების კლასიფიკაცია ცილინდრების განლაგების მიხედვით
შიდაწვის ძრავების კლასიფიკაცია საწვავის ტიპების მიხედვით
შიდაწვის ძრავების კლასიფიკაცია ჰაერის მიწოდების სისტემის მიხედვით
ელექტრული გადამწოდების და მომხმარებლების მუშაობის პრიციპების გამოყენება
სამუხრუჭე და უსაფრთხოების სისტემების ელექტრული მართვის პრინციპების გამოყენება
დამცველები და რელეების არსის გამოყენება, მათი შემოწმება-შერჩევა.
სადიაგნოსტიკო სკანერის გამოყენება, გამოვლენილი უწესივრობის აღმოფხვრა და შემდგომი დიაგნოსტირება.
გამოყენებული მეთოდები:
პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
• მინიმალური ასაკი 18 წელი;
• ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
• დოკუმენტაციის გადარჩევა;
• გასაუბრება;
• ჩასარიცხი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 15 ოქტომბერი;
სწავლების ვადა: 2 თვე, კვირაში 2-3 დღე;
ბოლო კვირა ჩატარდება საწარმოო პრაქტიკის ობიექტებზე - კვირაში 5 დღე.
დასაქმების სფერო:
ავტოსახელოსნოები