No items in cart

კინოლოგის ასისტენტი

  • 13
  • ბოლო განახლება May 01, 2024

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე კონკურენტუნარიანი კადრი, რომელსაც შეეძლება  დააკვირდეს ძაღლს; დაიცვას სადგომისა და ძაღლის ჰიგიენური ნორმები; დააანაწილოს საკვები ასაკობრივი, ფიზიოლოგიური, სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით;  უზრუნველყოს სავარჯიშო გარემოს მოწყობა; აწარმოოს გამოსაყენებელი ინვენტარის ვარგისიანობის შეფასება და შესაძენი ინვენტარის სია; შეასრულოს ფიგურანტის (სპეც ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანი) როლი; დაეხმაროს ორგანიზატორს საგამოფენო ცხოველთა საბუთების შემოწმებასა და რეგისტრაციაში; დაეხმაროს კინოლოგ ორგანიზატორს რინგის მოწყობაში; უზრუნველყოს ინვენტარის სწორი თანმიმდევრობით დალაგება; უზრუნველყოს რინგზე გასასვლელი მონაწილეების თანმიმდევრული წარდგენა; დაეხმაროს კინოლოგ-ექსპერტს/მსაჯს საგამოფენო ძაღლის აღწერილობის ჩაწერაში/ძაღლის მიერ გამართული წარმოდგენის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში; განამტკიცოს სავალდებულო წვრთნის კურსში შემავალი თვისებები; ავარჯიშოს ძაღლი ყნოსვის უნარების შესანარჩუნებლად; ავარჯიშოს ძაღლი დაკავების (დამნაშავე) უნარ-ჩვევების შესანარჩუნებლად; ავარჯიშოს ძაღლი გამოფენაზე სწორად წარსადგენად; ავარჯიშოს ძაღლი სამაშველო თვისებების შესანარჩუნებლად;  კომპეტენციის ფარგლებში ჭრილობის დამუშავების წარმოება; ძაღლის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ვეტერინარისა და კინოლოგის შეტყობინება; დაკვირვების ქვეშ მყოფი ცხოველის შესახებ ვეტერინარისთვის ყოველდღიური ინფორმაციის მიწოდება;


პროგრამაში ისწავლება:

ძაღლის მოვლა და კვების ორგანიზება;

წვრთნის პროცესში დახმარება;

 ექსტერიერული/სპორტული/ საველე გამოფენების/შჯიბრებების ორგანიზებაში

დახმარება;

 გაწვრთნილ ძაღლებში უკვე არსებული სამუშაო თვისებების შენარჩუნება;

 ცხოველის ჯანმრთელობის მონიტორინგი;


გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება.

სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 13 მაისი;


სწავლების ვადა:  2,5 თვე, კვირაში 2-3 დღე;


დასაქმების სფერო:  ვეტერინარული  კლინიკები, ცხოველის სარეაბილიტაციო ცენტრები, თავშესაფრები, ძაღლსაშენები, კერძო და სახელმწიფო სტრუქტურები, საზოგადოებრივი დაწესებულებები.