No items in cart

ფიტნეს ინსტრუქტორის სასერტიფიკატო კურსი

  • 77
  • ბოლო განახლება Oct 02, 2024

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, მსმენელს შეასწავლოს ფიტნესინსტრუქტორის სპეციალობა,  მომხმარებლისთვის სწორი სავარჯიშო და კვების პროგრამის შემუშავება. 

 პროგრამაში ისწავლება:

სპორტის ფიზიოლოგია - ანატომია;

კუნთის ფიზიოლოგია, გულის ფიზიოლოგია, ნივთიერებათა და ენერგიის ცვლა;

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი;

საჭმლის მომნელებელი სისტემა და სისხლძარღვები;

ცილები, ნახშირწყლები, ცხიმები, ბოჭკო;

პრაქტიკული მომზადება: მკერდის, ფეხის, ზურგის, მხრების, ხელების (ბიცეპსი, ტრიცეპსი) კუნთების ვარჯიშების ტექნიკურად სწორი შესრულება;

სავარჯიშო სეტემები და მათი თავისებურებები.

 გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით. 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება;


სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 16 ოქტომბერი;

სწავლების ვადა: 3 თვე, (11 კვირა) კვირაში 2 დღე;

დასაქმების სფერო: ფიტნესდარბაზები, თვითდასაქმება.