მუნიციპალური პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“
![shutterstock_13350912088 [Converted].png](https://static.wixstatic.com/media/5cbf0c_7ea7e8d964ad491e8215e289d53f2168~mv2.png/v1/fill/w_600,h_528,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_auto/shutterstock_13350912088%20%5BConverted%5D.png)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ ამოქმედდა 2018 წელს. პროგრამის მიზანია სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით სწავლება და დასაქმების
ხელშეწყობა.
პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას შრომის ბაზარზე მოთხოვნად 40-მდე სპეციალობაში მშენებლობის, ინჟინერიის, სურსათის ტექნოლოგიების, ტურიზმის, მომსახურების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, დიზაინის, ტრანსპორტის, საფინანსო, ჯანდაცვისა და ვეტერინარიის სფეროებში.
ისწავლე და დასაქმდი

2022-2024 წლებში, საერთო ჯამში, პროგრამაში ჩაერთვება 6000 მოქალაქე.
პროგრამა ხორციელდება თბილისში მოქმედი სახელმწიფო პროფესიული
კოლეჯების ბაზაზე, კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით. პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი (ქართულ და ინგლისურ ენებზე) სახელმწიფო სერტიფიკატი.


„ისწავლე და დასაქმდი“-პროგრამის კურსდამთავრებული-ლევან ქალებაშვილი, მზარეული

მოსალოდნელი შედეგები
შედეგების სტატისტიკა
-
2018-2021 წლებში პროგრამის კურსდამთავრებულთა რაოდენობა 5600 მოქალაქე
-
დასაქმდა 4500-მდე კურსდამთავრებული
-
პროგრამის დასაქმების მაჩვენებელი მაღალია და საშუალოდ შეადგენს 75%-ს

პროგრამის ფარგლებში 2022-2024 წელს პროფესიული მომზადება/გადამზადებას
გაივლის 6000-მდე მოქალაქე, დასაქმდება 4500-მდე კურსდამთავრებული.